დასავლეთ საქართველოში ქარი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღეს, ღამის საათებში მოსალოდნელია ქარის დროგამოშვებით გაძლიერება 28 მ/წმ-მდე. ხვალიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ია მოსალოდნელი.
25 ნოემბრიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი).
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















