|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე დათბება

 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს და ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1, ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

ავტორი: ნიუპრესი