დასავლეთ საქართველოში ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება
7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტ ავრცელებს.
მათი ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება.
„4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ავტორი:





16:36
10:58
23:12
12:36
15:31
















