დასავლეთ საქართველოში ჰაერი 25 გრადუსმდე გათბება
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.
უწყების ცნობით, 11 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
მათივე ცნობით, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისში, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი:





16:03
11:37
15:02
14:33
20:34
















