დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს
1-3 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე აიწევს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ.
28 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. 29 თებერვალიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.
დასავლეთ საქართველოში 29 თებერვლიდან ტემპერატურა მოიმატებს და 20 გრადუსი იქნება. 1-4 მარტს კი 21-26 გრადუს სითბოს ელოდებიან.
1-2 მარტს მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარი- 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი წამში.
აღმოსავლეთ საქართველოში 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















