|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში თოვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 
მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ზვავსაშიშ რეგიონებში ზვავი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინულია მოსალოდნელი.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა