"დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ არ აღენიშნებათ მოტეხილობა და ამ დროისთვის მკურნალობა მიმდინარეობს.
"არ აღენიშნებათ მოტეხილობა, მიმდინარეობს გამოკვლევები, ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"-აცხადებენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
პაციენტები ბინაზე მალე გაეწერებიან.
დედა-შვილს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ზებრა ხაზზე გადაადგილდებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა




13:08
11:18
11:17
11:11
















