|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ"- გოგი წულაია

პარტია "თავისუფალმა საქართველომ" ზესტაფონის საოლქო კომისიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა. პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა  გოგი წულაიამ საარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"წინა საარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა. არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო,  ჩემი კოორდიანტორები აღარ მეკონტაქტებიან და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს"-განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით, მეორე ტურში მოხვედრის შანსი აქვს მათ კანდიდატს და თუ მათი ბიულეტენები გაბათილდა, აქციებს გამართავენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა