დასრულდება თუ არა ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე?
"ნიკეას ქუჩაზე სამუშაოები შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს",- აღნიშნული განცხადება დღეს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ გააკეთა.
ამას კი წინ უძღოდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაია საპროტესტო აქცია. წულაია ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ტემპს აპროტესტებს. მისი თქმით, "სამუშაოები არის ისეთი მოცულობითი, რომ იქ ათობით მანქანა, მძიმე ტექნიკა და ასობით ადამიანი უნდა მუშაობდეს, რომ დროულად დამთავრდეს რეაბილიტაცია და ნაკლები დისკომფორტი და პრობლემები ქონდეს მოსახლეობას".
წულაის თქმით, პრობლებები ექმნებათ ნიკეას აგრალურ ბაზრობაზე დასაქმებულებს, რადგანაც გართულებულია ტრანსპორტირება, რაც მათ მუშობაზე უარყოფითად აისახება. ამით ხელი ეშლება კერძო ბიზნესს.
წულაია ასევე აღნიშნავს, რომ გართულებულია მოძრაობა თაბუკაშვილის ქუჩაზე, რადგანაც ავტომობილების ნაკადმა ამ მიმართულებით გადაინაცვლა.
არაკომპეტენტურს და აბსურდულს უწოდებს ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცხადებას. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განმარტებით, ნიკეას ქუჩაზე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის არაკომპეტენტური და მისი მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება აბსურდულია. ნიკეას ქუჩაზე სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მომავალ წელს, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპით, უამინდობის პირობებშიც კი, და შესაძლოა, ქუჩის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდეს," - აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.
ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი 7 მილიონ ნახევარზე მეტი ლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს შპს "საქმილსადენმშენი" ასრულებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





13:50
21:51
11:02
16:29
















