„თავისუფლების შემქმნელები“ -დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია ქუთაისში [VIDEO]
ცნობილმა მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისში დღეს საჯარო ლექცია წაიკითხა.
ქუთაისში მერიის სპორტის განყოფილების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „თავისუფლების შემქმნელები“ 1918-1921 წლებში არსებული სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ მოღვაწეობისა და ეპოქის მიეძღვნა.
ლექციაზე საუბარი მეოცე საუკუნის საქართევლოს ისტორიას და მის გმირებს შეეხო.
"დღეს წარმოვადგინეთ უნიკალური ფოტო არქივი, რომლებიც ასახავს საქართველოსა და ქუთაისის საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებას. მათ შემოქმედებასა და საქმიანობას, რომელმაც გარკვეული კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში. ქუთაისი თავისი მნიშვნელობით ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრი და მან არაერთხელ გადაარჩინა თბილისი. მარტო გიმნაზიის შენობაზე არსებული მემორიალური დაფები რად ღირს?.. ყოველთვის, ქუთაისში ჩამოსვლის დროს მივდივარ და ვკითხულობ ამ ლეგენდარული ადამიანების გვარებს. თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე ნახოთ",-განაცხადა დავით ტურაშვილმა.
მწერალმა ასევე ისაუბრა კოლია ქვარიანის შესახებ, რომელიც გამორჩეული იყო თავის ნიჭიერებით, აღნაგობითა და ქველმოქმედებით. დღესვე, ცნობილი გახდა, რომ კოლია ქვარიანის ცხედარს საქართველოში 2017 წელს გადმოასვენებენ.
„ყაუხჩიშვილების ძველ სახლში“ ასევე გაიმართა უნიკალური ფოტოებისა და დოკუმენტების გამოფენა, რომელთა მოძიება, როგორც ქუთაისის მუზეუმებსა და არქივებში, ასევე თბილისში ხელოვნების მუზეუმში ისტორიკოსს გიორგი კალანდიას დახმარებით მოხერხდა.
დათო ტურაშვილი თავის ლექციაში მრავალ საინტერესო საკითხს შეეხო, მათ შორის ისაუბრა თუ როგორ გადაურჩა ქუთაისი დაწვას და რა შემთხვევის წყალობით შემოგვრჩა დავით აღმაშენებლის ანდერძის ნაწილი. (იხ. ვიდეო)
რატომ არ ეცვათ ჩვენს ჯარისკაცებს ფეხზე?- რას ყვება ტურაშვილი (იხ. ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















