"დატოვე პარლამენტი ქუთაისში"- პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს
ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები პარლამენტის გადატანას აპროტესტებენ.
მათი თქმით, არ დაუშვებენ შესრულდეს მთავრობის ეს გადაწყვეტილება.
"მიუხედავად ყველაფრისა, გვეგონა, პარლამენტს არ გადაიტანდნენ და ამ შანსს არ წაართმევდნენ ქუთაისს, რადგან ხელისუფლება ასე ექცევა ქუთაისს, ჩვენ არ მივცემთ უფლებას შეასრულონ ეს გადაწყვეტილება", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დღესვე კამპანია "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















