"დაუშვებელია შახტების კონსერვაცია და ქალაქის პარალიზება"
ტყიბულში გაფიცულთა აქცია გრძელდება. ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსური დირექტორის, ზურაბ გელენიძის განცხადებას, შახტების შესაძლო კონსერვაციის შესახებ ტყიბულის ადგილობრივი თვითმართველობა გამოეხმაურა. ტყიბულის გამგებლის რობიზონ გვენეტაძის განცხადებით, დაუშვებელია შახტების კონსერვაცია და ქალაქის პარალიზება.
იმავეს აცხადებს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე. მან განაცხადა, შახტებში სამუშაო პროცესის განახლება ქალაქისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ელისო ჩაფიძემ აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ დღეს მათთან შესახვედრად ჩავა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც ასევე შეხვდება კომპანიის ხელმძღვანელობას.
საგაფიცო კომიტეტის წევრები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ ერთად დადგნენ, რათა მიზანს მიაღწიონ.
ავტორი:





21:51
11:02
16:29
16:27
















