"დაუსჯელობის სინდრომმა დანაშულის წახალისება გამოიწვია"
კამპანიას "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" ქუთაისი შეუერთდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ქუთაისში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა თვალთვალი და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს და ხელისუფლებას სათანადო გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდეს.
"ნუ მითვალთავლებ", "ნუ მაშანტაჟებ", "ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა",–აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
"ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ არსებობდა ფარული ჩანაწერები, რომელიც არ განადგურდა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. არ მოხდა სათანადო და დროული გამოძიება, რომ დასჯილიყვნენ დანმაშავე პირები. დაუსჯელობის სინდრომმა დანაშულის წახალისება გამოიწვია"–განაცხადა "საია"–ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა.
კამპანიას"ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება. კამპანიის მიზანია შეწყდეს თვალთვალი და ფარული მიყურადება, ასევე მოხდეს ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















