|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით დვალმა ქუთაისელ ბავშვებს "პატარა უფლისწული" წაუკითხა

,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავად ქუთაისელ ბავშვებს  წიგნი  საკრებულოს თავმჯდომარემ წაუკითხა.

ღონისძიება  ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაში გაიმართა. 

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს  ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის მოთხრობა ,,პატარა უფლისწული“ წაუკითხა.  იდეის ავტორია პედაგოგი თეა ხურციძე.  

მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა საჯარო სკოლებშიც.  ქუთაისში მცხოვრები პოეტები და მწერლები ბავშვებს  წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასევე გააცნეს თავიანთი შემოქმედება.

პროექტში ჩართულია თორმეტი საჯარო სკოლა: N1,2,3,9,10,13,15,31,41 და კადეტთა ლიცეუმი.  ღონისძიება მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

 ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე" საქართველოში პირველად გასულ წელს აღინიშნა.  ეს  მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მასში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.

მსოფლიო ამ დღეს 2010 წლიდან აღნიშნავს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა