"სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით"
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული დავა დაზარალებული მხარის გარეშე განიხილა.
"საზოგადოებრივი დაცვის ინტერესების ცენტრის" დირექტორი სულხან ქობულაძე, რომელიც დავით დვალს ცემაში ადანაშაულებს, პროცესის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ქობულაძეს ადვოკატირებას "საიას" თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი უწევს, რომლის განცხადებითაც, აღნიშნული პროცესის შესახებ მანაც მოგვიანებით შეიტყო.
"პროცესი გაიმართა 29 სექტემბერს, მე ამის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული, ასევე ინფორმაცია არ ქონდა სულხან ქობულაძესაც. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით შევიტყვეთ და ამის მერე მოვიკითხეთ. როგორც აღმოჩნდა, სასამართლოზე საქმის პირველი წარდგინება მოხდა, სადაც მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინა და დავით დვალს, ბექა ყანჩელს და მათი თანმხლებ პირს 1000-1000 ლარი გირაო შეუფარდა"-განაცხადა სანტურიანმა.
მისივე თქმით, მომდევნო პროცესი 9 ნოემბერს გაიმართება. პროკურატურამ დვალის და მის თანმხლები პირების წინააღმდეგ გამოძიიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაევალებათ.
პროცესზე მოსამართლე მურთაზ კაპანაძე იყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















