|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ერემეიშვილმა. მან ხმა 64-ე უბანზე მისცა.

შვილებთან ერთად გააკეთა არჩევანი „ქართული ოცნების " ქუთაისის მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა. მან ხმა #64-ე უბანზე მისცა.

მისი თქმით, არჩევანი უკეთესი მომავლის სასარგებლოდ გააკეთა. როგორც მან განაცხადა არჩევნებზე აქტივობა დიდია და მადლობა გადაუხადა, მოქალაქეებს, რომელთაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

"არჩევანი გავაკეთე ჩემს შვილებთან ერთად, ჩვენი ხვალინდელი ქუთაისისათვის, უკეთესი მომავლისათვის. ვხედავთ, რომ აქტივობა არის დიდი და მადლობა მინდა, გადაუხადო თითოეულ მოქალაქეს. მოვუწოდებ მათაც, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, მივიდნენ და გააკეთონ თავის არჩევანი უკეთესი ქუთაისისათვის. რა დაკვეთაც იყო ჩვენი თანამაოქალაქეებისგან, ისეთ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები, მშვიდ და წყნარ გარემოში, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გააკეთოს თავისი არჩევანი დამოუკიდებელ პირობებში", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ავტორი: