|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გია ბუღაძის გამოფენა გაიმართა (ფოტო)

ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალში, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გია ბუღაძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა „მწუხრის მოწმენი“ (TESTAMONI DEL TRAMONTO) გაიმართა.
ექსპოზიციაზე თემატური სერიიდან 35-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც ცნობილი კომპოზიტორების პორტრეტებს მოიცავდა.
ღონისძიებას ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი შოთა მურღულია, ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ელისო ქაროსანიძე და ქალაქის სხვადასხვა სფეროსა და დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ექსპოზიციათა ციკლი ბათუმში დაიწყო და საბოლოოდ თბილისში დასრულდება.

 

 

 

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა