|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავითობის" აღნიშვნა დიდი მეფის ძეგლის შემკობით დაიწყო

დავითობასთან დაკავშირებით ღონისძიებები დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყო.

ქართველების დიდი მეფის ძეგლი გვირგვინებით  ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და ვიცე გუბერნატორებმა შეამკეს.

ღონისძიებაში ტრადიციულად მონაწილეობდნენ საპატრიარქოს ჩოხოსნები.

დღეს ღონისძიებები ქუთაისსა და გელათში მთლი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გელათში  წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ჩოხოსანთა დალოცვა და კურთხევა გაიმართება, მოხდება ახალი ჩოხოსნების კურთხევა. ტაძარში საზეიმო წირვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აღავლენს.

 

გელათის აკადემიაში 12:00 სთ-ზე დაიწყება  - საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის კონფერენცია „დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა“.

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში კი ასევე 12:00 სთ-ზე გაიმართება - ნინო ლორთქიფანიძის წიგნის „ქართული სამკაული“ პრეზენტაცია.

12:30 სთ-ზე გელათია აკადემიაში დაგეგმილია ომარ მხეიძის და 5 იუბილარი ჩოხოსნის პატივგება.

 13:00 სთ-ზე კი  პედაგოგთა მე-2 სამეცნიერო კონფერანციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება -ასევე  გელათის აკადემიაში.

13:00 სთ-ზე  - მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში საქველმოქმედო რესპუბლიკური ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ფესტივალი ,,დავითობა’’ გაიმართება.

13:30 სთ - ფართო პროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია „ პროგრესული თაობა“ მიერ წიგნის პრეზენტაცია „ბაგრატიონთა სამეფო დინასტია“- გელათის აკადემიაში მოეწყობა.

19:00 სთ - საქველმოქმედო საიუბილეო კონცერტი ბესო კალანდაძე და მეგობრები - უჩა კორძაია, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე, ზურაბ დოიჯაშვილი და სხვა კონცერს გამართავენ  მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში. 

დღეს, 10 საათიდან 16 საათამდე ცენტრალური მოედნიდან, გელათის ტაძრის მიმართულებით მიკრო ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა