|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავითობის" აღსანიშნავად ქუთაისში ღონისძიებები ხვალ დილიდან დაიწყება

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ღონისძიებები დილიდან დაიწყება.

 გელათის აკადემიაში 9:30 წუთიდან დაიწყება სამეცნიერო კონფერენცია  – „დავითის ეპოქა და თანამედროვეობა“.

 10:00 საათზეა ჩანიშნული დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება.  11:00 სთ დავით აღმაშენებლის საფლავის პატივგება. პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია „დავითის ეპოქა და თანამედროვეობა“ - დაჯილდოვება 12:00 საათზე გელათის აკადემიაში გაიმართება.  ასევე,  12:00 საათზე მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში გაიმართება, ააიპ  კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის გამოფენა– ,,დავითობა-გელათის სამონასტრო კომპლექსი 1870-2015 წწ’’, ასევე, მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეეტის სახელმწიფო თეატრში, 12:00 სააათზე გაიმართება  საქველმოქმედო რესპუბლიკური ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ფესტივალი ,,დავითობა’’.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ლიტერატურული კომპოზიცია და ფილმის ჩვენება 12:30 საათზე გაიმართება. 14:00 საათზე, კი  გელათის აკადემიაში ომარ ლანჩავას მონოგრაფიის "ქუთაისის არქეოლოგია"  ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში განახლებული გამოფენის გახსნა - ქუთაისის ისტორიული მუზეუმის პრეზენტაცია გაიმართება. 16:00 სთ ტარიელ ხარხელაურის საღამო გაიმართება - მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში.  საღამო, 18:00 საათზე გალა-კონცერტით დასრულდება  ქართული ესტრადისა და თეატრის მსახიობების მონაწილეობით მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში.

ქუთაისიდან, გელათის მონასტრის მიმართულებით ტრანსპორტი დილის 8:30 –დან 14:00  სთ–მდე უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი