დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს ამ კვირის განმავლობაში შესაძლებლობას ექნებათ, დაათვალიერონ ყოფილი N 7 პენიტენციური დაწესებულება, პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე.
უწყების ინფორმაციით, ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა, რომლის ასაღებადაც უნდა მომართოთ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ. 995 32 23 12 734, info@moc.gov.ge.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 2 ივლისს დახურა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა


15:24
15:25
21:40
15:55












