ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას პარლამენტი იწყებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე (2019-2025) მუშაობას პარლამენტი იწყებს.
სტრატეგიის მთავარი პრინციპები ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, ასევე - მატერიალური და ფინანსური გაძლიერება, სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფაა.
სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს და პლენარულ სხდომაზე განხილვამდე მთავრობას წარუდგენს.
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ჩართულობით, სამი სამუშაო ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















