|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველის განცხადებით, სასულიერო პირი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, მას ციანიდი არ ჰქონია. დეკანოზი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს და აცხადებს, რომ როდესაც მას ბრალი გააცნერს, იქ სასულიერო პირის მოწამვლაზე სულ არ იყო საუბარი.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მამალაძის დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე  2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

როგორც პროკურატურა აცხადებს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა