|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დიდება და მადლობა გმირებს" - ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს

დიდება და მადლობა გმირებს - ამ მოწოდებით ქუთაისში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს. 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები, კადეტები, ადგილობრივი მთავრობის წევრები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ 30 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"30 წელი გავიდა, ეს იყო ტრაგედია, ამავდროულად, ეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ამ ამბებმა დააჩქარა დამოუკიდებლობის აღდგენა. ვერ ვიტყვით, რომ 9 აპრილის ტრაგედიამ დაშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ერთ-ერთი კედელი ჩამოტეხა და ამით გაგვიცნო მსოფლიომ", -განაცხადეს ღონისძიების მონაწილეებმა.

დღესვე პირველი პრეზიდენტის, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი და დაღუპული გმირების ფოტოები გამოიფინა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი, ხოლო დამოუკიებლობის გამოცხადებიდან 28 წელი გავიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა