"დიდება გმირებს!", "ჩვენ არ ვართ კოლექტიური ქუცნაშვილი!"
"დიდება გმირებს!", "ჩვენ არ ვართ კოლექტიური ქუცნაშვილები", "ის რაც ხდება, გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, არის ჩვენი სირცხვილი", - ამ ლოზუნგებით და და მოწოდებებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბენ.
აქციის მონაწილეებმა გია ცერცვაძის დაკავება და ამ საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს.
"ნაციონალური მოძრაობისა" ადგილობრივი ლიდერის გია უკლებას განცხადებით, მთავრობა არ იცავს თავისი ქვეყნის გმირებს. მისი თქმით, არ უნდა მოხდეს ქართველი მებრძოლის რუსეთში ექსტრადირება.
გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქციები თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა.
შეგახსენებთ, ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















