|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ყოფილი მერი კოლუმბიის უნივერსიტეტში დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი კოლუმბიის უნივერსიტეტში დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცის ის სოციალური ქსელის მეშვეობით თავად ავრცელებს.

 "ჩემს მეგობრებს, კეთილისმსურველ ადამიანებს:დეტროიტიდან, მიჩიგანის და ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან სამეცნიერო მოღვაწეობა გავაგრძელე ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში დეპარტამენტის ხელმძღვანელად, - წერს დიმიტრი კოპალიანი. 

დიმიტრი კოპალიანს ინფორმაციული სისტემების სპეციალობით საუკეთსო განათლება აქვს მიღბული  უელსის და მიჩიგანის უნივერსიტეტებში. სადოქტორო ხარისხი დაიცვა  ლოურენსის უნივერისიტეტში. ქუთაისში მერის პოსტზე დანიშვნამდე  სხვადასხვა დროს მუშაობდა კომპანია QEK Global Solutions-ში პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერად, Hamilton Group Services-ში წამყვან დეველოპერად და ა.შ. ჰყავს სამი შვილი და ამერიკელი მეუღლე. სამშობლოში ის ოჯახით დაბრუნდა, თუმცა მალევე უკან დაბრუნება მოუხდა, რადგან მას ადგილობრივი ელიტა მტრულად შეხვდა. მერის პოსტზე ყოფნის დროს რამდენჯერმე მდაემუქრნენ იმპიჩმენტის პროცედურით, ბოლოს კი თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.  

"ქუთაისი უნდა განვითარდეს, როგორც საუნივერსტეტო და სამეცნიერო ქალაქი. განვითარდეს აკადემიური და სამეცნიერო კერები. ისტორიულად მას ჰქონდა ეს ფუნქცია. უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი ტექნოლოგიური სკოლა"-აცხადებდა კოპალიანი ქუთაისის მერის პოსტზე ყოფნისას.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა