|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დისკუსია კანდიდატებთან ქალთა საჭიროებებზე

ქობულეთის საკრებულოს დარბაზში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებტს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა თამილა დოლიძემ ორგანიზაციის მიერ ქალთა საჭიროებების შესახებ გაკეთებული კვლევის შედეგები გააცნო. დისკუსია ორ საათს გაგრძელდა და მისმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ქალთა საჭიროებებზე.

„ბევრგან ვიმუშავე, კერძო და საჯარო სამსახურებში, ბოლოს განათლების მინისტრის მოქდგილე ვიყავი. იმ სამსახურებში, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობდნენ, ყოველთვის ყველაფერი კარგად და გულისხმიერად იყო შესრულებული. ვფიქრობ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, თუ კანდიდატურა ქობულეთის ვიცე-მერის პოსტზე იქნება ქალი და კაცი ერთნაირი მოცემულობით, ქალს ავირჩევ,“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მირიან ქათამაძემ. „ქალების დასაქმება უმთავრესი პრობლემაა. საკურორტო სეზონი 2 თვეს გრძელდება, მომდევნო 10 თვე უამრავი ადამიანი უმუშევარია, მათ შორის ქალებიც, მცირე საწარმოები და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაა საჭირო. ბოშათა თემის სამოქალაქო განათლება აუცილებელია, ციტრუსის სეზონის დადგომისას ქალებს მძიმე შრომა უწევთ, თუმცა, მოსავალს ხშირად ვერ აბარებენ, ამიტომ, კარგი იქნება მათთვის ისეთი საწარმოების ამოქმედება, სადაც ხილფაფებს, წვენებს და მურაბას დაამზადებენ, ხილს გამოაშრობენ, კარგი იქნება, თუ ვინმე მოხუცთა თავშესაფარს გახსნის,” - ქალტა საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა მერობის კანდიდატმა "პატრიოტთა ალიანსიდან" მერაბ ბლადაძემ.

„ჩვენ ვიმუშავეთ ამომრჩეველი ქალების გაძლიერებაზე. გამოიკვეთა ბევრი საჭიროება, რომელიც რეგიონში ბევრია სხვადასხვა მიმართულებით. სპეციფიურია მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებები, შშმ პირთა საჭიროებები, დევნილთა და ა.შ. რეგიონის მასშტაბით გაკეთებული ანალიზი პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს გავაცანით და იმედია, არჩევის შემთხვევაში ისინი ყურადრებას მიაქცევენ მას,“ - განაცხადა ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა თამილა დოლიძემ. პროექტის "დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას" მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა