დღეს, პარლამენტში ნინო ლომჯარიას მოუსმენენ
დღეს, პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ნინო ლომჯარიას მოუსმენენ. სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშს ანგარიშს წარადგენს.
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში 347-გვერდისგან შედგება და 2017 წელს მოიცავს. მასში საუბარია სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხზე. ამ კონტექსტში წარმოდგენილია 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტი.
უმრავლესობის დეპუტატის, სოფიო კილაძის განცხადებით, ანგარიშში ყველაზე მთავარი აქცენტი და ყველაზე მეტი რეკომენდაცია სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას ეხება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უმთავრესი გამოწვევა არის სიღარიბე, სიდუხჭირე და ხელისუფლებამ მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















