|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს ქუთაისის ბედი საკრებულოში არა, პარლამენტთან წყდება"

დღეს ქუთაისის ბედი საკრებულოში კი არა,  პარლამენტთან წყდება - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ. მისი განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე დასწრების ნაცვლად ის პარლამენტთან წავა და აქციას შეუერთდება. მან ანალოგირი ქმედებისაკენ მოუწოდა საკრებულოს დეპუტატებს.

"იქ წყდება უახლოესი მომავალი, როგორ განვითარდება ქუთაისი. სტატუსის დაკარგვა ქუთაისისათვის იქნება მომაკვდინებელი. დღეს დუმილი დანაშაულის ტოლფასია, მე მოვუწოდებ საკრებულოს წევრებს, ეს გზები, ეს საკითხები შეიძლება დაგვრჩეს ისე, იმიტომ რომ ქუთაისში შეიძლება ადამიანები აღარ დარჩნენ, გაიქცნენ იმის გამო, რომ ეკონომიკა გაჩერებულია. ამ გადაწყვეტილებამ, შეიძლება, ქუთაისის განცვითარებაზე ათწლეულების განმავლობაში იმოქმედოს. დღეს ყველა პატრიოტის, ამ ქალაქის მოყვარულის ადგილი არის პარლამენტთან, ამიტომ მე პირდაპირ მივდივარ პარლამენტთან, რომ შევუერთდე აქციას"-განაცხადა გიგა შუშანიამ. 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა