|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო კორპუსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის პროექრის პრეზენტაცია გაიმართა.  პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე და უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის თქმით, საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ქუთაისის მერიის დაფინანსებით მოხდება.

„ძალიან კარგ საქმეს ეყრება საფუძველი, ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელზეც ორი მილიონ 500 ათასი ლარი იხარჯება. ეს იქნება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება საუკეთესოდ აღჭურვილი. ბიბლიოთეკით უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა ისარგებლებენ დაინტერესებული პიროვნებებიც“, - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა