|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გათავისუფლებული გამგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, ქუთაისის საქალაქოს სასამართლოში ნანა კაკურიას საქმის განხილვაა ჩანიშნული. ნანა კაკურია ერთ–ერთია იმ ოთხი გამგიდან, რომელიც ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ ერთდღიანი გაფიცვის გამო გაათავისუფლა.

ნანა კაკურია გათავისუფლების დროს ორსულობის გამო ბიულეტენზე იმყოფებოდა.

 არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებით გამოწვეულმა სტრესი კაკურიას მუცლადმყოფი შვილის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.

მომხდარის გამო კაკურიამ სასამართლოს მიმართა. მის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავს.

სასამართლო პროცესი დღეს 14:30 წუთზეა ჩანიშნული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი