|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

დღეს ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება. ქალაქობის ზეიმი საერთო სახალხო დღესასწაულია და მას ქუთაისში ტრადიციულად ორ მაისს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ქვეყნის უცხოურ დელეგაციას და საქართველოს მთავრობის პირველ პირებს ელოდებიან. 

ღონისძიებები "ბაგრატის ტაძარში" ქალაქის დალოცვით დაიწყება. გვირილობას დაესწრებიან ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.


„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. გადმოცემის თანახმად, ქუთაისელი „გიმნაზისტკები“ სიმბოლურად გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს ეხმარებოდნენ. 
„გვირილობა“ ევროპული დღესასწაულია და ის იმ პერიოდში ბევრ ქვეყანაში აღინიშნებოდა.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ოცდაათზე მეტი ღონისძიება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა