დღეს ქუთაისში "თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" გაიხსნება
დღეს ქუთაისში "ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჰუალინგ ჯგუფიდან" აცნობეს, "ჰუალინგ თიზს" საქართველოს ინფრასტურქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი შოხტარ ზაკირი და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენელი გახსნის.
გახსნის ცერემონია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, შოხტარ ზაკირი, რომელიც ჩინეთს ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობს "თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობს. ფორუმი გუშინ გაიხსნა და დღეს დაიხურება.
წყარო: ipn.ge
ავტორი:





16:29
18:25
15:07
12:11
















