დღეს ქუთაისში ველორბოლა გაიმართება
"სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის"- დევიზით, 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება როგორც ქუთაისში, ასევე მთელი იმერეთის მასშტაბით.
16 საათზე ბალახვნის ასსაფეხურიან კიბეებთან შეიკრიბებიან სპორტსმენები, საიდანაც სტარტს აიღებს ველორბოლა. 14.30 საათზე ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ოლიმპიურ ენციკლოპედიას გადასცემენ. 16.30 სააათზე კი, სპორტის მუხეუმში საჯარო ლექცია გაიმართება.
ღონისძიებები ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ეწყობა. სპორტული აქტივობები იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში იმართება.
სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2013 წლის 23 აგვისტოს გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. აღსანიშნავია, რომ გაეროში მხოლოდ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, წითელი ჯვარი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს სპორტის მნიშვნელობას მთელ მსოფლიოში. ანსამბლეას ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები, გამორჩეული სპორტსმენები და კეთილი ნების ელჩები, სწორედ მათი ინიციატივით მოხდა სპორტის საერთაშორისო დღის დაარსება.
რაც შეეხება თარიღს, 1896 წელს ათენში გაიხსნა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები. სწორედ ამ ღონისძიების საპატივსაცემოდ სპორტის საერთაშორისო დღედ 6 აპრილი გამოცხადდა.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















