დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, დღეს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღიმართება.
ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს დადგინდა.
საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის უზენაესი ატრიბუტია და მისი მხატვრულ-შინაარსობრივი სახე ყველა სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ხასიათს განსაზღვრავს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, დაწესებულებათა ემბლემები, სამხედრო მომსახურეთა და სამართალდამცავ პირთა განმასხვავებელი ნიშნები, სახელმწიფო დოკუმენტები და სიმბოლოთა ერთობლიობები.
საქართველოს მოქალაქის ღირსების და დაცულობის სიმბოლო სახელმწიფოს საქმიანობის უკლებლივ ყველა სფეროში მონაწილეობს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას ერთ მთლიანობად წარმოადგენს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.
ავტორი:



11:46
22:32
19:44
20:45
















