დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყება და პრეზიდენტის სასახლეში დასრულდება. სადაც საზეიმო ღონისძიებაზე რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს პრეზიდენტი შეხვდება, სიტყვით მიმართავს და ეროვნული სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
"სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში, საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება და სასახლეზე გადმოიფინება დროშები", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
16:27
13:32
16:29
















