"დღესაც სხედან ადამიანები ციხეში პოლიტიკური ნიშნით"
"პრემიერისთვის შეუფერებელი ხუმრობაა იმის თქმა, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო არავინ დასჯილა" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. ნიკა ნარსია გახმაურებულ "პიჯაკის საქმეს" იხსენებს, რომლის მთავარი მონაწილე თვითონ იყო.
"ბატონო პრემიერო, თქვენ პარლამენტში ყოფნისას დამპირდით, რომ ციხეში აღარ შემაბრუნებდნენ გირაოთი გარეთ მყოფს. ჩვენთვის ბრალის მოხსნით შეეცადეთ, ციხეში გატარებული თვეები გაგექარწყლებინათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩვენი დაჭერით არასასიამოვნო პრეცედენტი შეიქმნა. საერთაშორისო ზეწოლამ განაპირობა ჩემი და ჩემი მეგობრების თავისუფლება. ზუსტად თავისუფალი სიტყვის დასაცავად გამოსულები დაგვაკავეს მე და ჩემი მეგობრები(რუსთავი2 -ს ვიცავდით). პრემიერისთვის შეუფერებელი ხუმრობაა იმის თქმა, რომ თავისუფალი სიტყვის დასაცავად ამ ხელისუფლებას არავინ დაუკავებია. დღესაც სხედან ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ციხეში, მათ შორის ირაკლი ჩხვირკიაც", - აცხადებს ნიკა ნარსია.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საკითხის შესახებ განცხადება გააკეთა. "არც ერთი ახალგაზრდა, არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე",-განაცხადა პრემიერმა.
ამ თემაზე:
„ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საკითხს პრემიერი ეხმიანება
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















