|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დროშის დგარის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ 65 651 ლარიანი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა

დროშის დგარის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. მერიამ  დროშის დგარისათვის 65 651 ლარის გამოყო. ამ დროისთვის შეიცვალა ადგილი და ნიკეას ნაცვლად ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ მოეწყობა. 

საკითხს აპრილში საზოგადოების პროტესტი მოყვა, რის შემდეგაც მერიამ ტენდერი შეწყვიტა.

ქუთაისის მერიიის ინფრასტრუქტურულ სამსახურში იმ დროისთის განაცხადეს, რომ პროექტის ღირებულებას არა მერია, არამედ საპროექტო კომპანია ადგენს.

"ჩვენ  საპროექტო ორგანიზაციას მივეცით დავალება, რომელმაც დაადგინა პროექტის ხარჯთაღრიცხვა", -განუცხადა "ნიუპრესს" მერიის  ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა.

არსებული ინფორმაციით,  დროშის დგარი 45 მეტრის სიმაღლის, უჟანგავი მეტალისაგან დამზადდება. 

 

როგორი იქნება დროშის დგარი, რომლისთვისაც ქუთაისის მერია 65 651 ლარს დახარჯავს?

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა