ქუთაისელი გოგონას გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს.
დუბაიში გარდაცვლილი 24 წლის ნინი სამანიშვილის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. ის წარმოშობით ქუთაისიდანა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა.
ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის დროს გარდაცვლილთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტორი:





13:50
21:51
11:02
16:29
















