"ეგარი" და საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში
30 დეკემბერს 12 საათიდან 19 საათამდე ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის საახალწლო ბაზრობა, ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დიზაინერული ნაძვის ხეების გამოფენა.
მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განათდება საბავშვო ქალაქი.
ახალი წლის ღამეს საახალწლო ბაზრობა რეაბილიტირებული უბანში 12:00-დან 17:00-მდე გასტანს. ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები 12:00-დან დღის ბოლომდე იმუშავებს. თოვლის ბაბუას კი მონპლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 საათზე ელოდებიან.
შემდეგ, 14 საათზე დაიწყება ნიღბების თეატრის წარმოდგენა „ჯადოსნური შოუ“.
ცენტრალური მოედანზე ღონისძიებები 21 საათზე დაიწყება, სადაც ფლეშ-მობი DJ - ZAPPA დაუკრავს.
21:30 საათიდან ღამის საახალწლო გალა-კონცერტს ეთნო ჯაზ-ჯგუფი „ეგარი“ გააგრძელებს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს "Young Georgian Lolitaz – Room“.
ახალი წლის დადგომა კი, ტრადიციულად, მრავალჟამიერითა და საახალწლო ფოიერვერკით აღინიშნება.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
16:27
13:32
16:29
















