|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდა გარდაუვალია - ლევან ვეფხვაძე

ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდა გარდაუვალია - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე BMG-ისთან საუბრისას. 

მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის მზარდ მოხმარებას არსებული ინფრასტრუქტურა და გადამცემი ხაზები ვერ გაუძლებს. შესაბამისად, ქსელი განახლებას საჭიროებს.

“მთავარი არის კარგად განვმარტოთ, თუ იზრდება, რატომ იზრდება ტარიფები. იმიტომ, რომ ჩვენ გრძელვადიან, ხუთი-შვიდი წლის პერსპექტივაში გადავდივართ ნელ-ნელა ახალ ტექნოლოგიებზე, ისეთი ტიპის ტექნოლოგიებზე, რომელიც ზრდის მოხმარებას ელექტროენერგიაზე და მთავარი არის არა მარტო ის, რომ გენერაციის ობიექტები შევქმნათ, არამედ ისიც, რომ ქსელი იყოს გამართული. თუ ჩვენ ქსელს არ გავმართავთ, გინდა გქონია გენერაციის ობიექტები, გინდა არა. [ელექტროენერგიაზე] მოთხოვნა შეიძლება იმ დონეზე გაიზარდოს, რომ საბოლოო ჯამში გათიშვები მივიღოთ კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ რეგიონებში. იმიტომ რომ [მზარდ მოხმარებას] ტრანსფორმატორი და [გადამცემი] ხაზები ვერ გაუძლებს, ის სხვა ტიპის დატვირთვაზე იყო [გათვალისწინებული]. ამიტომ, თუ ჩვენ კარგად ავხსნით, რისთვის არის ეს ზრდა და თუ არის ზრდა იმისთვის, რომ ქსელი გავაუმჯობესოთ, მაშინ ნამდვილად გარდაუვალია [ტარიფების] გაზრდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტა მეტი გადავიხადოთ, მაგრამ ვიხდით იმისათვის, რომ ეს დენი იყოს სტაბილური და უსაფრთხოდ მოგვეწოდოს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

გადამცემი ქსელების რეაბილიტაციის და აღდგენის გარეშე შეუძლებელია ახალი გენერაციის ობიექტების აშენება, აზრი არ ექნება, ასევე შეუძლებელია მოხმარების წერტილში საწარმოების მშენებლობა, მოთხოვნის ზრდა და შემდეგ დავაბალანსოთ სწორედ ამ ქსელების გარეშე. მთავარია აგვიხსნან მიდის თუ არა ეს ფული [გაზრდილი ტარიფი] ნამდვილად ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მე დარწმუნებული ვარ, თუ იქნება ზრდა, ალბათ იქნება სწორედ ინფრასტრუქტურის გამო”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა