|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიის მოსალოდნელი გამორთვები 19 ივლისისათვის

 19 ივლისს იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.  გათიშვა დაგეგმილ სამუძშაოებს უკავშირდება.

ქუთაისი. 19 ივლისს 06:00-დან 12:00 საათამდე - დაახლოებით 7000 აბონენტს ქ. ქუთაისში სულხან საბას, თაბუკაშვილის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში. 

 

ხონი. 19 ივლისს 06:00-დან 10:00 საათამდე - დაახლოებით 10 200 აბონენტს მთლიანად ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე 19 ივლისს 10:45-18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 504 აბონენტს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში. 

სამტრედია. 19 ივლისს 10:45-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 200 აბონენტს სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში. 

ტყიბული. 19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 600 აბონენტს სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი. 11:00-დან 18:00 საათამდე 550 აბონენტს სოფლებში მუხურა და რცხილათი. 12:00-სან 14:00 საათამდე 110 აბონენტს სოფლებში კურსები და ორპირი, 13:00-დან 16:00 საათამდე 61 აბონენტს სოფელ კოკაში.

 

წყალტუბო. 19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 84 აბონენტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ნამოხვანში და საკირეში. 

ბაღდათი. 19 ივლისს 11:15-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 260 აბონენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში. 

ამბროლაური. 19 ივლისს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 190 აბონენტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში. 11:00-დან 18:00 საათამდე 620 აბონენტს სოფლებში ფუტიეთი, კრიხი, ახალსოფელი, ზემო კრიხი, სხვავა. ხოლო 11:00-დან 18:30 საათამდე 47 აბონენტს სადმელში. 

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა