ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და “ენგურჰესი" ავარიულად გამოირთო
ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცრცელებს.
უწყებისცნობით, აღნიშნულ ავარიას უკავშირდება ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა.
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



11:00
13:42
12:40
10:44
















