|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება

ქუთაისის ცენრალურ მოედანზე რამდენიმე დღეა მასშტაბური სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც ნიუპრესს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე  20 ივნისს  ელექტრომობილების პრეზენტაცია და ელექტონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისს მთავრობის პირველი პირებს ელოდებიან, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს,  ქუთაისში პრეზიდენტის ჩამოსვლა არ იგეგმება,  თუმცა, მათივე თქმით,   გამორიცხული არაა რომ გეგმა შეიცვალოს. 

 შეგახსენებთ, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ აპრილში განაცხადა. ქარხნის ასაშენებლად  კომპანიას- შპს „ბიგ სერვისი“ ავტოქარხნის დასახლებაში 68 233 693 ლარის ღირებულების  მიწის  1 ლარად გადაეცა.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა