ელგუჯა გოცირიძემ თერჯოლის მერობის კანდიდატი ბონდო სოფრომაძე წარადგინა [R]
თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ალისუბანში თერჯოლის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ბონდო სოფრომაძე და საკრებულოში ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბუცხრიკიძე წარადგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრა ქვედა ალისუბნის ცენტრსა და ზედა ალისუბნის საჯარო სკოლასთან შედგა.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების განხორციელებისათვის თერჯოლისათვის უპრეცედენტო რაოდენობის თანხა დაიხარჯა, მე მაინც არ ვარ კმაყოფილი იმიტომ, რომ უფრო მეტი მინდა ჩემი ხალხისა და ჩემი რაიონისათვის. მე მეტს ვითხოვ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. იმაზე უფრო მეტს, ვიდრე დღეს კეთდება. სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ვერ განხორციელდა ბევრი პროექტი. თერჯოლაში ცვლილებების დროა. ჩვენი-ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს თქვენთვის საგრძნობი და სასიკეთო. თანამდებობებზე უნდა ინიშნებოდნენ ადამიანები ღირსების, ავტორიტეტის, განათლების, პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით. მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები სწორედ ამ პრინციპით არიან შერჩეულები. მათი მხარდაჭერა ჩემი და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერაცაა. ჩვენ ერთად-ჭკვიანურად, გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა შევცვალოთ თერჯოლა. ადგილობრივ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელს კი არ შეგვიშლიან, არამედ თითოეული მოქალაქის პრობლემას მოიტანენ ჩვენამდე. ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“, მერობის კანდიდატს ბონდო სოფრომაძეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბადრი ბუცხრიკიძეს, რათა ერთად-ჭკვიანურად, გონივრულად და თანმიმდევრულად შევცვალოთ თერჯოლა, გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია“-მიმართა მოსახლეობას თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ.
„მე თქვენთან მოვედი მმართველი გუნდისა და თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის სახელითა და ნდობით. ეს მეტად საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში მზად ვარ, გემსახუროთ 24 სათის განმავლობაში. ვიქნები თქვენი მხარდამჭერი და თქვენამდე ყველა იმ სიკეთის მომტანი, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს. ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“, რადგან გეძლევათ შანსი, საკრებულოში მოხვდეს კიდევ ერთი თქვენი თანასოფლელი პარტიული სიით გოგი ბერძული. მისი გამოცდილება და განათლება საჭიროა ახალი საკრებულოსათვის. მე ვიცი თქვენი პრობლემები, ჩემო მეზობლებო და მეგობრებო. მთელი ამ 20 წლის მანძილზე, რაც დავტოვე თერჯოლის რაიონი, ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი თქვენთაგანი-გულითაც და რეგისტრაციის ადგილითაც. მოვედი იმისათვის, რომ თერჯოლა გახდეს ერთ-ერთი მოწინავე რაიონი ქვეყანაში და მე-მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა“ და თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით შევძლებ ამას“-აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში ბონდო სოფრომაძემ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















