|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო კილაძე - იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა

იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა -აცხადებს ჟურნალისტი ელისო კილაძე თავისი შვილის დაკავების საქმესთან დაკავშირებით.

 კილაძის განცხადებით, მისი საზოგადოებრივი პოზიციის გამო მის შვილს გამოძიებამ ბრალი დაუმძიმა.

 „იყო რამდენიმე კულუარული თემა, რომელიც უკავშირდებოდა ჩემს მატერიალურ კეთილდღეობას. გარანტი ამისი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი და ჩემი თანხმობის შემთხვევაში, იგეგმებოდა ჩემი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა... მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია პირველივე ეთერიდან მოისმინეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ განიხილება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ჩემი შვილის პატიმრობის საპირწონედ, მათ დაამძიმეს მაქსიმალურად მუხლი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჩემს შვილს ემუქრება პატიმრობა 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა იმ ჩადებული ნარკოტიკის გამო,“ - განაცხა ელისო კილაძემ. 

 

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული დავით ხარშილაძისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მისი ადვოკატები სასამართლოში ასაჩივრებენ. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო საქმეს წარმოებაში.

დაკავებული ადვოკატის არჩილ ჩუბინიძის თქმით, თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. მხოლოდ 3 პოლიციელის ჩვენებაა, ასევე ჩხრეკის და დაკავების ოქმებია, რაც ასევე  უკანონოა.

 

ავტორი: ადმინი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა