ელისო კილაძის შვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დავით ხარშილაძე წინასწარი პატიმრობოდან 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მანამდე კი ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა. მან დაკავების დეტალები გაიხსენა და განაცხადა ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის და შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილით მოხდა.
„სასამართლომ ყველასთვის მოულოდნელად, საკუთარი ინიციატივით იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და დააყენა 15 ათას ლარიანი გირაო. ბუნებრივია, არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ აპირებს არსად გაქცევას, ჩვენ ვაპირებთ, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს,“ განაცხადა ელისო კილაძემ.
ის მადლობას უხდის სასამართლოს ამ ინიციატივისთვის და იმედოვნებს, რომ მომავალშიც პროცესები ობიექტურად წარიმართება.
წყარო: რუსთავი 2
ავტორი:





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















