|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნულ გამოცდებში 39 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობს

39 ათასი აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან იმყოფება.

როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, 39 ათასი აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული.

„ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება. ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი გამოცდის დაწყებამდე, მითითებულ დროს გამოცხადდნენ, დაგვიანების გარეშე. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება“,- აღნიშნავს ნინო წერეთელი.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

ავტორი: