ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პირველ სხდომას ქუთაისში გამართავს
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართება.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ბანკი რეგიონებში სხდომების გამართვას იწყებს, რასაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირებენ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კობა გვენეტაძე მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
იმერეთში ვიზიტის დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
კობა გვენეტაძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















