"ეროვნული ფორუმი" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
კოალიცია "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი სუბიექტი აკლდება. "ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე " "რუსთავი 2"-თან საუბარში ადასტურებს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
"ეროვნული ფორუმი" პარტიული ყრილობისათვის ემზადება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი,
რა ფორმით აირჩევენ "ფორუმელები" "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას.
გუბაზ სანიკიძის თქმით, ისინი კოალიციიდან გასვლის შემდეგ უმრავლესობასაც დატოვებენ. როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, ახალ ფორმატზე გადასვლა "ქართულმა ოცნებამ" და "რესპუბლიკელებმა" დაასწრეს.
"რესპუბლიკელებმა" და "ოცნებამ" ფაქტიურად დაგვასწრეს გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, "ფორუმის" ყრილობის დღის წესრიგი შეიცვლება. უკვე ვეღარ დავმალავთ, რომ ფორუმი ცალკე აპირებს არჩევნებზე გასვლას. მთავარი სიმძიმის ცენტრი უკვე ამ კითხვაზე დგას - ფორუმი დარჩება თუ არა კოალიციაში? - კოალიციიდან თუ გავალთ, უკვე უმრავლესობაშიც ვეღარ დავრჩებით",- აცხადებს გუბაზ სანიკიძე და აქვე დასძენს, რომ უმრავლესობის გარეშე პარლამენტს მუშაობა გაუჭირდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





21:51
11:02
16:29
16:27
















