|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იყო კამათი, რასაც მოყვა აფეთქება"-ახალი დეტალები ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქება, სავარაუდოდ, გამიზნულად მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი  ირაკლი კანკია ოჯახში დილით  მივიდა, რასაც კამათი მოყვა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, ოჯახი წლების განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, დედა საბერძნეთში იყო, შვილი კი რუსეთში. 

"წლებია აქ არ ცხოვროვდნენ. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. დღეს დილით გამთენიისას შვილი ტაქსით მივიდა სახლში, დაიწყო კამათი, რასაც მოყვა აფეთქება. ტაქსის მძღოლის ინფორმაციით, ბენზინით სავსე ჭურჭელი ახალგაზრდა მამაკაცმა სახლში თავად აიტანა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. პირველ სართულზე ვცხოვრობ და სახლი დაზიანდა"- განაცხადა ადგილობრივმა მირზა გელაშვილმა.

ქუთაისში აფეთქების გამიზნულად მოწყობაზე საუბრობს ერთ-ერთი დაშავებულის მეგობარი. გიორგი აბესაძის ინფორმაციით, აფეთქება გაზით არ მომხდარა და სავარაუდოდ, აფეთქება ვიღაცის გამიზნულმა ქმედებამ გამოიწვია. მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ აქვს.

შეგახსენებთ, აფეთქების ხმა ავტომშენებლის ქუჩაზე გამთენიისას გაისმა, რასაც ხანძარი მოყვა.

შსს-ს ინფორაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით 11 პრიმა 19-109 მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე გამოკითხვაზე იმყოფებიან ბინის მცხოვრებლები. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სასჯელს რუსეთის ციხეში იხდიდა. 

 ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთი არასრულწლოვანი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა